Search This Blog

Saturday, April 21, 2012

ქვევრის ღვინო ტიპიურობის ძიებაში

ქვევრის ღვინო ტიპურობის ძიებაში


”თუკი ღვინის მოვლას მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ყველაფერი კარგად იქნება”
ლევან სეფისკვერაძე
6 აპრილს, თბილისში, ინგოროყვას 2 ნომერში მდებარე “ღვინის ბარში” ღვინის კლუბის მორიგი დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციაში მონაწილეობას ღვინის კლუბის წევრების გარდა, ღვინის ექსპერტები, მეღვინეები და რიგითი ღვინის მოყვარულებიც იღებდნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 10 კომპანიის მიერ წარმოებული კახური ტრადიციული ღვინოების 12 ნიმუში. ღვინო ბოთლის ნაცვლად, დეკანტერით შემოდიოდა, კომპანიების ვინაობა კი მხოლოდ დეგუსტაციის დასრულების შემდეგ გაირკვა. შეფასებების სისტემა ტრადიციულად, ოცქულიანი იყო (ფერი – მაქსიმუმ 3 ქულა, სურნელი – 7 ქულა, გემო – 10 ქულა).
დეგუსტაციაზე კონკრეტული ნიმუშების გასინჯვის შემდეგ, ყველას შეეძლო ნიმუშთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა. პროფესიონალი მეღვინეები და ღვინის სპეციალისტები მოყვარულებზე გარკვეულ გავლენას რასაკვირველია ახდენდნენ, მაგრამ ღვინის კლუბის მიერ მოწყობილი დეგუსტაციების მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ღვინით დაინტერესებულმა რიგითმა მოქალაქეებმა სწორედ პროფესიონალებისაგან ისწავლონ ღვინის ხარისხობრივი შეფასება და ფერის, სურნელისა თუ გემოს გარჩევა.გაგრძელება

Tuesday, April 10, 2012

ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია



„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები უწყვეტად არის შემონახული. ქვევრი და ქვევრის ღვინო არა მარტო ისტორიაა, არამედ მომავლის ღირებულება. აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების გარდა, ქართულ მევენახეობა–მეღვინეობას ქვევრის ღვინითაც შეუძლია იამაყოს და წარსდგეს მთელი მსოფლიოს წინაშე. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი ქვევრის ბუმი ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს, რადგან ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება. მთავარია, სახელმწიფომ და კანონმა მკაცრად გააკონტროლოს, რომ ქვევრის ღვინო იყოს ნამდვილად ქვევრში დაყენებული“,
(მალხაზ ხარბედია)

მეცნიერული საფუძვლები


საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობას მტკიცე მეცნიერული საფუძვლები უნდა შეექმნა

ლევან ფრუიძე
2010-2011 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა. ჯერ თბილისში ჩატარდა მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი, ხოლო 15–18 სექტემბერს კახეთში ალავერდის მონასტერში გაიმართა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ორივე ეს მოვლენა საქართველოს ვაზის კულტურისა და ღვინისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ცხადყოფს. ორასი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის კოლონია იყო და საერთაშორისო ასპარეზი დახშული ჰქონდა. დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე თითქოს „ცა გაიხსნა“ და საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს აღმოჩენა ხელახლა მოხდა. ამ თვალთახედვით პირველი შემეცნებითი წიაღსვლები XIX ს–ის შუა ხანებს ეკუთვნის, როცა მახლობელ აღმოსავლეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სრულიად უცნობი უძველესი სახელმწიფოები გამოვლინდა და კაცობრიობის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით შეივსო, უფრო სწორად, ხელახლა დაიწერა. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ სამხრეთი კავკასია, მცირე აზია, ეგვიპტე და შუამდინარეთი პირველადი ცივილიზაციის წარმოშობის არეალი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია და ა.შ.გაგრძელება

საქართველოს მევენახეობის გეოგრაფიული მდებარეობა


საქართველოს მევენახეობის გეოგრაფიული მდებარეობა 

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, შავი და კასპიის ზღვებს შორის. მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთის განედის 410 07‘ _ 430 35‘- სა და აღმოსავლეთ გრძედის 400 05‘ _ 460 44‘ შორის, დიდი კავკასიონის მთის სისტემის შუა და დასავლთ ნაწილში, შავი და კასპიის ზღვის აუზთა შორის, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავს აქაური ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას და საუკეთესო გარემოს ქმნის ორიგინალური, ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის.
მევენახეობა-მეღვინეობის მკვეთრად განსხვავებულ თავისებურებათა საფუძველზე ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად არის დაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.
აღმოსავლეთ საქართველო დაქანებულია კასპიის ზღვისაკენ და ხასიათდება ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავით.
დასავლეთ საქართველო მოქცეულია შავი ზღვის გავლენის ქვეშ და ხასიათდება ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით.გაგრძელება

ქართული სამარკო ღვინოები


ქართული სამარკო ღვინოები 

ქართული სამარკო ღვინოები
  • სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბაანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
  • სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
  • ნახევრადმშრალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).
  • ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
  • მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),
  • სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი),

ქართული ღვინის ისტორია



ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.

სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.

ღვინის დაყენების ევროპული ტრადიცია პირველად საქართველოში

ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნის დასაწყისში, ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიის შემოტანით, მანგანაახლა ათასწლეულებით დამკვიდრებული ღვინის წარმოების ტრადიცია საქართველოში. თავის საგვარეულო მამულში ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული გამოცდილების დანერგვით მან მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა კახური ღვინის ხარისხი; ცქრიალა (შამპანური) ღვინოებისა და კონიაკის დასამზადებლად ორიგინალური ტექნოლოგიები დანერგა და განავითარა. მოკლედ რომ ვთქვათ, ალექსანდრე საქართველოში პირველი ენოლოგი გახლდათ.
ვაზის მოყვანის კულტურისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ხელის შეწყობის მიზნით, ალექსანდრემ ფული ისესხა, რათა წინანდალში ღვინის წარმოების ობიექტი და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი აეშენებინა. მან აგრეთვე ააგო ორთქლით არყის გამოხდის საწარმო, მოაწყო ღვინის შესანახი მარანი, რომელშიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების სახელოსნოც გახსნა. ალექსანდრეს პირადი ღვინის კოლექცია, რომელიც ნაწილობრივ დღემდეაშემონახული, 70 მარკის 16.500 ბოთლ ღვინოს შეიცავდა; მათ შორის იყო 1839 წლის მოსავლიდან დამზადებული საფერავი.
ალექსანდრეს კოლექციის ნაწილი
ალექსანდრეს კოლექციის ნაწილი
XIX საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხანაში დამზადებული ღვინოები მისივე სიცოცხლეში პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. ისინი, განვითარების შედეგად, წინანდლის, თელიანის, მუკუზანისა და ნაფარეულის მარკის ღვინოებად გარდაიქმნენ. გეოგრაფმა ელის რეკლუმ, პოეტის თანამედროვემ, ასე გადმოსცა სათქმელი: "ალექსანდრემ ძალა არ დაიშურა თავისი ღვინის საწარმოს განვითარებისათვის და მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო: ქართული ღვინო მთელ ევროპაში გახდა ცნობილი; კახური ღვინო თავისი ხარისხით ევროპულ ღვინოებს ნამდვილად ტოლს არ უდებს" მართლაც, ერთ ქართულ ანედოტში ნათქვამია, რომ ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: წინანდლის მარნის ღვინის დალევამდე და მისი დაჭაშნიკების შემდგომ. წინანდლის მარკის ღვინო დღესაც იწარმოება საქართველოში და სხვა ქვეყნებში ექსპორტზედაც გადის. ზემოთ აღნიშნული წვლილის გარდა, ალექსანდრემ საუკეთესო ღვინის სარდაფები და მაღაზიები თბილისში, სტავროპოლსა და სხვა ქალაქებშიც გახსნა.

წიგნი(მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო)


მისი უდიდებულესობა ქართლი ღვინო
საქართველოში უკანასკნელ საუკუნეთა მიჯნაზე
განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა
საზოგადოებრივ უთრთიერთობებში. ერთ დროს ჩაკეტილი ქვეყანა,
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებისათვის, საქმიანი
მოღვაწეობის ასპარეზად გადაიქცა. უცხოეთის უამრავმა ფირმამ
თუ კავშირმა გახსნა ოფისები (ერთ დროს კანტორას რომ
ეძახდნენ) თბილისსა და რეგიონებში. ასე რომ ყველა
ფუსფუსებდა, ხელს აფათურებდა, ქვეყანა კი თავის განვითარებით
ვერ დაიკვეხნიდა. რას იზამ, როგორც იტყვიან ყველაფერს დრო
სჭირდებაო. ადამიანები კი, ამაოების ბადეში გახლართულები,
დროის აჩქარებულ სუნთქვას ვერ ვგრძნობთ და როდესაც მას
ჩავუკვირდებით, მაშინღა ვხვდებით თუ რა ფუჭად გაგვივლია,
ისედაც მოკლე, წუთისოფლის გზა. თუმცა მოსაგონარი კი ბევრი
გვრჩება. ამაოებისკენ სწრაფვამ დააკავშირა ერთმანეთს
საქართველოს და საფრანგეთის ორი არასამთავრობო
ორგანიზაცია, რომელთაც უნდა შეესწავლათ საქართველოში
გავრცელებული ვაზის ჯიშები, მათი წარმომავლობა და რაც
მთავარია ის, თუ ქართველები რამდენად სწრაფად და მსოფლიოში
აპრობირებული წესების შესაბამისად აყენებდნენ ღვინოს.გაგრძელება